logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილისგან ველი, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დადებს პირობას ქართველი ხალხის წინაშე, რომ აღარ დაარღვევს კონსტიტუციას
- +

1 თებერვალი. 2024. 01:04

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 6 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პირობას მისცემს ქართველ ხალხს, რომ კონსტიტუციას აღარ დაარღვევს. ამის შესახებ მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

 

 

6 თებერვალს რეგლამენტით გათვალისწინებულია მისი მიმართვა. მე მაქვს ერთი მოლოდინი, უკვე რამდენჯერმე გავწბილდი ამ მოლოდინში, მაგრამ მე კვლავ ველი სალომე ზურაბიშვილისგან, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ დაარღვია კონსტიტუცია და დადებს პირობას ქართველი ხალხის წინაშე, რომ აღარ დაარღვევს კონსტიტუციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner