logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: სურთ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ხელოვნური ისტერია ახლა სხვა თემებზე გადაიტანონ
- +

1 თებერვალი. 2024. 01:06

 

 

"სურთ, რომ ხელოვნური ისტერია, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჰქონდათ, ახლა სხვა თემებზე გადმოიტანონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულია. რაც შეეხება მოლაპარაკების გახსნას, წევრობამდე 70 ასეთი მოლაპარაკება დაიწყება და დაიხურება საქართველოსთან მიმართებით, რადგან მოლაპარაკების პროცესი გულისხმობს რამდენიმე თავს; 35 მიმართულებაა, მათ შორის ვაჭრობის, გარემოს დაცვის, ფინანსების მიმართულებით და ა.შ. და ყოველ საკითხთან დაკავშირებით არის მოლაპარაკების გახსნის პროცედურა, რომელიც კონსენსუსით უნდა მიიღონ და როდესაც დაკმაყოფილდება ყველა პირობა, შემდგომ კვლავ კონსენსუსით იღებენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკების დასრულების შესახებ. ყოველ ჯერზე, 70-მდე ასეთი გადაწყვეტილება იქნება და თუ აპირებენ, რომ 70 ასეთი ისტერია მოაწყონ... ეს თემა პროტესტის საბაბად ვეღარ გამოდგება, რადგან ეს არ არის იმ წონის გადაწყვეტილება როგორიცაა კანდიდატის სტატუსი. ორი მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ევროკავშირში წევრობის გზაზე - პირველია კანდიდატის სტატუსი და მეორე იქნება წევრობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner