"ექვსი თვე ველოდებოდით უკრაინას, რომ მას შეესრულებინათ გარკვეული ვალდებულებები და ერთად მივიღეთ შემდეგ ვიზალიბერალიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი არაა ის, როდის დაიწყება მოლაპარაკება, არამედ - ის, რომ მალე დასრულდეს მოლაპარაკებები და აქ საქართველო უფრო წარმატებულია.
„მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ პირველი შემთხვევა არაა ჩვენთვის, როდესაც უკრაინასთან, მოლდოვასთან მოლაპარაკებები დაწყებული იყო და ჩვენთან ჯერ - არა. მაგალითად, ასოცირების შეთანხმებაზე ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან 3 წლით ადრე დაიწყო მოლაპარაკება და ჩვენთან სამი წლით გვიან. ვიზალიბერალიზაციაზეც ჩვენთან სამი წლით გვიან დაიწყო, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვასთან. რა მოხდა შემდეგ? ჩვენ უფრო ადრე მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას. ანუ, ბოლოს, უკრაინასთან ერთად მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას და ექვსი თვე ველოდებოდით უკრაინას, რომ მას შეესრულებინათ გარკვეული ვალდებულებები და ერთად მივიღეთ შემდეგ ვიზალიბერალიზაცია. ანუ, გავუსწარით ამ პროცესში. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. მნიშვნელოვანი არაა ის, როდის დაიწყება მოლაპარაკება, არამედ - ის, რომ მალე დასრულდეს მოლაპარაკებები და აქ საქართველო უფრო წარმატებულია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.