logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: მინდა, „ნაცებს“ მივმართო - გამოდით წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ, ხელმოცარულებო​
- +

1 თებერვალი. 2024. 10:57

 

 

კახა კალაძის გუნდმა, ვინც მუშაობდა ღირსებით, დროულად და ხარისხიანად შეძლო და გააკეთა დროში და ვადაში, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 15 მარტამდე დამთავრდება.

 

„მინდა „ნაცებს“ მივმართო: გამოდით, ბიჭო, წერეთელზე. მინდა დაგთვალოთ, თქვე ხელმოცარულებო, თქვენა. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისა და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა დროზე თუ არ დასრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც, იმიტომ, რომ კახა კალაძის გუნდმა, მერიამ, ბატონმა ბენდელიანმა, მთელმა ჯგუფმა, ვინც მუშაობდა ღირსებით, დროულად და ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროში და ვადაში.

 

ბუნებრივია, მეორე ეტაპი 15 მარტამდე დამთავრდება, რომელიც გულისხმობს ტროტუარების მოწყობას, განათების, ლედ ბოძების დამონტაჟებას, ავტობუსების გაჩერების მოწყობას. დანარჩენი, ორმხრივი მოძრაობა, როგორც პროექტით იყო განსაზღვრული, ვადაში შესრულდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ სირცხვილი თქვენ. გამოდით ახლა, უნდა დაგთვალოთ“, - განაცხადა ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner