logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა
- +

1 თებერვალი. 2024. 14:15

 

 

“მინდა საზოგადოებას შევახსენო ვითარება, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დახვდა 2012 წელს ქვეყანაში. ეს არის ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, ბიზნესის რეკეტი, პატიმრების წამება, უმუშევრობის მაღალი დონე, სოციალური სიდუხჭირე, ოკუპირებული ტერიტორიები, სრული განუკითხაობა და ქაოსი”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„2012 წელს ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. წელს მთლიანი შიდა პროდუქტი გახდება 86 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზე არის უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ფაქტობრივად განახევრდა სიღარიბე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner