„მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში რა თქმა უნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ასევე პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის დელეგატებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს და გუნდის ერთიანობა ამ შემთხვევაში საკვანძოა“, - განაცხადა კობახიძემ.