logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში - თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანი
- +

1 თებერვალი. 2024. 14:37

 

 

“ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

 

„გასული 3 წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნება. მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, პირველ რიგში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან და რა თქმა უნდა ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მთავრობის თითოეულ წევრს. ამის გათვალისწინებით, როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, იმიტომ, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანი“,- აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner