logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე და შემდეგ მომხდარიყო ცვლილებები
- +

1 თებერვალი. 2024. 14:48

 

 

“გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე და შემდეგ მომხდარიყო ცვლილებები. მე ვარჩიე ახლავე გადადგომა, რადგან მეტი დრო უნდა დავუთმო პარტიას, ირაკლი კობახიძემ კი მთავრობის მუშაობას”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მე მეტ დროს დავუთმობ პარტიულ საქმიანობას. მე ყველაფერი განვმარტე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან ყველაზე მეტ ხანს, 11 წლიდან ხუთი წელი ვიყავი მე პრემიერ-მინისტრი. ჩვენს გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის გათვალისწინებით და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ „ქართულ ოცნებაში“, აუცილებელია გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერს მიეცეს საშუალება, მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. თავიდანვე გეგმაც ასეთი იყო, მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ ორი არჩევანი არსებობდა. გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე და შემდეგ მომხდარიყო ცვლილებები. მე ვარჩიე ახლავე გადადგომა, რადგან მეტი დრო უნდა დავუთმო პარტიას, ირაკლი კობახიძემ კი მთავრობის მუშაობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner