logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ამ ერთიანობით და სულისკვეთებით, დარწმუნებული ვარ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, საფრთხეებსაც ავარიდებთ თავს და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას
- +

1 თებერვალი. 2024. 15:03

 

 

„ამ ერთიანობით და სულისკვეთებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, საფრთხეებსაც ავარიდებთ თავს და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„გუნდი არის ერთიანი. ჩვენ ძალიან რთული წელი გვქონდა, სერიოზული გამოწვევები და საფრთხეები იყო და უამრავი განცხადება შეიძლება მოვიტანოთ რადიკალების, თუნდაც გარედან რა განცხადებებიც კეთდებოდა. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს, არსად წასულა და ამ ერთიანობით და სულისკვეთებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, საფრთხეებსაც ავარიდებთ თავს და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner