logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ირაკლი კობახიძე ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით და ჩაინიშნება ბიუროს სხდომა
- +

1 თებერვალი. 2024. 15:12

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან პარლამენტში ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები განმარტა.

 

„ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ ის ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით. ხვალ, 17:00 საათზე, ჩაინიშნება ბიუროს სხდომა და გვექნება დღის წესრიგის განხილვა. ორშაბათიდან იქნება საკომიტეტო მოსმენები მთავრობის შემადგენლობის. ჩვენი გეგმაა, რომ კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათის სხდომაზე, დიდი ალბათობით, განვიხილოთ პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა და კენჭი ვუყაროთ ახალ შემადგენლობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner