logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვაქვს მკაფიო გეგმა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე
- +

1 თებერვალი. 2024. 15:05

 

 

„ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს მკაფიო გეგმა. ეს გეგმა პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას, გვაქვს კომუნიკაცია და მეც აქამდეც პირადად მქონდა მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის სამომავლო გეგმები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად მოხდება პროგრამის წარდგენა.

 

„ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის, ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე- ეს არის მოლაპარაკების გახსნა, მერე იმის შემდეგ ეტაპზე და ა.შ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, პროგრამას, მოვიტოვოთ შემდეგი დღეებისთვის, როცა ოფიციალურად მოხდება პარლამენტში პროგრამის წარდგენა, ამის შემდეგ გაიგებთ ყველაფერს იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას  ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner