logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა უსამართლობაა!
- +

13 სექტემბერი. 2016. 17:50



ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბრა. როგორც ყანდიაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" არსებობა უსამართლობაა!"

 

„ნაციონალური მოძრაობის" არსებობა უსამართლობაა! დღესაც რომ ფაფხურობენ და მიშა, თურმე, ღვინის დაწურვას კახეთში გეგმავს, ეს არის ხალხის დაცინვა, ერისა და ხალხის წინაშე დანაშაული! თურმე, ადრე სიმშვიდეში ცხოვრობდნენ დ დღეს შეწუხდნენ.

 

ზურაბ ჟვანია რომ „გაიგუდა", გურამ შარაძე რომ ჩაცხრილეს, ვაზაგაშვილი, კრიალაშვილი, რობაქიძე, თეთრაძე, შავაძე, აფრასიძეები რომ გამოასალმეს სიცოცხლეს, მაშინ იყო სიმშვიდე და ახლა არ არის?! როგორ, გირგვლიანის დასახიჩრებულმა, გაყინულმა და გადაგდებულმა სხეულმა არ შეგაშფოთათ? 26 მაისს თავისუფლების მეტროსთან მაღაზიის სახურავზე შემოდებულმა გვამებმა არ შეგვაგრძნებინეს სამშობლო? 9 წლის მანძილზე, დღეგამოშვებით მკვდრები რომ გამოგყავდათ ციხეებიდან - დალურჯებული, სისხლიანი, ნაწამები სხეულები - იმას როგორ იტანდით?! ამის შემდეგ ქალბატონი ჩერგოლეიშვილი გამოდის და სიმშვიდეზე ლაპარაკობს. ნანა ალექსანდრიაც კი მეცოდება ასეთი რძლის ხელში!" - აღნიშნა კოკა ყანდიაშვილმა. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner