logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სმოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო
- +

1 თებერვალი. 2024. 17:06

 

 

დღეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რაც სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლოს ითვალისწინებს.

 

სასამართლოს მიხედვით, შალვა თადუმაძე გიგი უგულავას საქმის პროკურორი, ხოლო შემდეგ მოსამართლე იყო უზენაეს სასამართლოში, რამაც გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

 

ამ ინფორმაციაზე კომენტარი ვთხოვეთ მოსამართლე შალვა თადუმაძეს.

 

„გიგი უგულავას, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ვრცელი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი და ძირითადად ემყარებოდა ჩემს უდიპლომობას, არაკვალიფიციურობას, პოლიტიკურ აფილირებას, გენერალურ პროკურორობას და ამ საქმის მოსამართლეობას.

 

სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი და მტკიცებულება, რომელიც ზემოხსენებულ რომელიმე გარემოებას ადასტურებს.  სტრასბურგის სასამართლომ თქვა,  რომ სუბიექტური და ობიექტური ტესტით მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო.

 

ერთადერთ საკითხზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ  განმარტება გააკეთა, რომ საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და  საქმის გასაჩივრების დროს მოსამართლე თადუმაძე იყო ქვეყნის გენერალური პროკურორი.  მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელ უგულავას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, თუ რატომ აყენებდა ეჭვქვეშ  თადუმაძის ობიექტურობას, უმჯობესი იყო, თადუმაძეს, როგორც მოსამართლეს  არ მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა,  მით უფრო, რომ განაჩენი შეიცვალა განსასჯელის საუარესოდ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner