logo_geo
eng_logo
პროკურატურა: თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ტარდება
- +

1 თებერვალი. 2024. 18:53

 

 

საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

 

„საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“, – განმარტავენ პროკურატურაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner