უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემა არ შეიძლება, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
"კამათი გვქონდა! უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემა არ შეიძლება! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ომში, არ გავაგზავნით იარაღს, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობის მხარეს დგომას", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
"ჩვენ გვეშინოდა, რომ უნგრელების ფული და ევროკომისიის მიერ ამჟამად გაყინული თანხები, უკრაინაში აღმოჩნდებოდა. ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ ეს ასე არ იქნება", - დასძინა მან.
ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდა.