„ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, საკმაოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩნდა მათი ბოლო აქტივობები პიართვალსაზრისითაც, როცა „ფორდ მუსტანგის“ გამოგელვებით პოლიტიკური საქმიანობის წინა პლანზე მათ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.'
„ასევე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოაგონეს ის, რომ თაღლითობა დაუდასტურდათ და ამ თაღლითობას ვერანაირად უარყოფენ, მით უმეტეს, თავადაც აქვთ იმ ოპერაციის თაობაზე დადასტურებული, რასაც სასამართლომ თაღლითობა დაარქვა. რასაკვირველია, გადაჯგუფება და სტრატეგიის შეცვლაა საჭირო. ახლა მათ მიმართ ყურადღება უფრო ამ კონტექსტში განიხილება, როგორც საერთო ფორმატიდან ამოვარდნილების, ამ კონტექსტში ყოფნა ურჩევნიათ თავად, როგორც „დაუმორჩილებლების“ და თანაც, ვითომ გამიჯნულების კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ორიენტირებულია საქმეზე“,- განაცხადა ვოლსკიმ.