სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეხმაურება.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას გამოხატავს.
„ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას. ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა“,- წერს ზურაბიშვილი X-ზე.