გთავაზობთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლუკა კურტანიძის facebook-სტატუსს:
"35 წლის ბრძოლის შემდეგ დღეს პირველად დავითვალე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე,ასევე ოლიმპიური თამაშებზე და საერთაშორისო შეჯიბრზე რამდენი გამარჯვების სიხარული მოვუტანე ჩემს უსაყვარლეს ერსა და სამშობლოს! 44 ოქროს 12 ვერცხლის და 16 ბრინჯაოსი მედალი! მაპატიეთ, უფრო მეტი რომ ვერ შევძელი! ამ გადმოსახედიდან მინდა საქართველოსთვის ყველა მებრძოლს მეტი გამარჯვებები ვუსურვო ნებისმიერ სფეროში! წინ ,გამარჯვებისკენ ბრძოლა და სიცოცხლე გრძელდება...", - წერს კურტანიძე.