logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილზე: იმხელა გამოცდილება აქვს, როგორც ერთ, ისევე მეორე ლიდერს, რომ შეუძლებელია ობიექტური მოლოდინი არ გაგიჩნდეს
- +

1 თებერვალი. 2024. 23:27

"იმხელა გამოცდილება აქვს, როგორც ერთ, ისე მეორე ლიდერს [ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს], რომ შეუძლებელია ობიექტური მოლოდინი არ გაგიჩნდეს, პარტიული მიმართულებით გარკვეული პოზიტივის და ასეთივე პოზიტივის, სამთავრობო მიმართულებითაც," - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„როდესაც პარტიაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელიც მთავრობის მეთაური იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში და მანამდეც. ჩვენ ვნახეთ, ასაკით რა პატარა იყო და რა შესაძლებლობით გამოირჩეოდა უკვე. კიდევ უფრო მეტი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, რამდენად წარმატებული ლიდერი იყო. მეორე მხრივ, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურა და შექმნა ძალიან ძლიერი მექანიზმი ერთობლივი სტრუქტურებისა. მის ინტელექტსა და გონებრივ შესაძლებლობებზე, ყველას ალბათ ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner