"ოპოზიციურ არხებზე მიდის მუშაობა იმაზე, როგორ დაგაკომპლექსონ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ახსენო. ბიძინა ივანიშვილს თურმე არც მადლობა უნდა გადაუხადო. მადლობებს ითვლიდნენ," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„არ ეკუთვნის იმ ადამიანს მადლობა?! დამსახურება არ აქვს ქვეყნის ან პარტიის წინაშე?! ქველმოქმედება არ ჩაუდენია, რომლის მაგვარი ალბათ მსოფლიოს ისტორიაში არ გვახსენდება არავის?! როცა ძალიან გულწრფელები ვართ ირაკლი კობახიძის შეფასებაში, ამ დროს ბიძინა ივანიშვილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არ შეგვიძლია თამამად საუბარი?! ყველაზე ცუდი რამ არის დაუფასებლობა და უმადურება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.