logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი რაღაც სიგიჟეებს აქვეყნებს, რაღაცებს ლაპარაკობს, უკვე თავისი თანაპარტიელები და ყოფილი ფანებიც აღარ უსმენენ
- +

2 თებერვალი. 2024. 00:38

"სააკაშვილი რაღაც სიგიჟეებს აქვეყნებს, რაღაცებს ლაპარაკობს, უკვე თავისი თანაპარტიელები და ყოფილი ფანებიც აღარ უსმენენ," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დღეს ოპოზიციის შანსებზე სერიოზულად საუბარი არ ღირს.

 

 

„ჩვენთვის კარგია, რომ ამ მიმართულებით სახუმაროდ გვაქვს საქმე. შალვა პაპუაშვილმა ძალიან კარგი რამე თქვა [„ლელოზე“] ჩიხუახუას სინდრომი აქვთო. ამ ჯიშის ძაღლებს თავის თავზე აქვთ დიდი წარმოდგენა, ამიტომაც ბევრს ყეფენ და აქტიურობენ, მაგრამ მერე თუ სხვა შეუტევს ძალიან მშიშარები არიან. ზუსტად ეს სინდრომი აქვთ „ლელოს“ წარმომადგენლებს „ნაცებზე“ უფრო „ნაცები“ რომ გახდნენ. უკვე ძალიან არასერიოზული გახდა მათი მოქმედებები. აქეთ სააკაშვილი რაღაც სიგიჟეებს აქვეყნებს, რაღაცებს ლაპარაკობს, უკვე თავისი თანაპარტიელები და ყოფილი ფანებიც აღარ უსმენენ. აქეთ ხაზარაძე გამოვარდება და მუსტანგით დარბის. ეტყობა იმიტომ გადაულოცეს დავალების მიმცემი, ასე გავრცელდა ინფორმაცია თქვენი კოლეგების მიერ, არ არის ამაში ალოგიკური არაფერი და იმიტომ ვიმეორებ, მათ [„ლელოს“] გამოუყვეს დავალების მიმცემი, მათ შორის პიარში კარგად გარკვეული ადამიანი, რომ „ნაცებს“ კი აღარ მისცემს დავალებებსა და რჩევებს, თქვენ მოგცემთო. როგორც ჩანს, რადიკალიზმის სპეციალისტია ეს ადამიანი გარკვეულწილად, თუმცა პოზიტიური და მოგებული კამპანიები მაინც და მაინც არავის ახსენდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პიარტექნოლოგია, დავალებებს აძლევს „ლელოს“ და ეს დავალებები ცეცხლის წაკიდებით მთავრდება ხოლმე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner