ამერიკულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ქვეყანაში 10 ათასი ბარელი რუსული ნავთობი შეიტანა ბაჰამის კუნძულებზე მდებარე ტერმინალის გავლით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მორგან ბატერფილდის განცხადებით, ნავთობი, რომელიც უილმინგტონში [დელავერის შტატი] ნოემბერში ჩავიდა, არ არღვევდა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, რადგან ის რუსეთიდან ბაჰამის კუნძულებზე ექსპორტირებული იყო 2022 წლის 8 მარტამდე, ვიდრე სანქციები ამოქმედდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში შემოტანამდე იგი სხვა ნავთობთან იყო შერეული.
არსებული ინფორმაციით, იმპორტიორმა განმარტა, რომ აშშ-ში ჩასული ნავთობის ნაწილი რუსული წარმომავლობის იყო.