გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.
"ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად მაშინ, როდესაც ის რუსეთთან ომობს", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
"[ევროპის] ბევრ დედაქალაქში უნდა დაისვას კითხვა: რეალურად ვაკეთებთ თუ არა საკმარისს? პასუხი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს უარყოფითი", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია, ევროპაში უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი სამხედრო დახმარების კუთხით, დახმარებას მარტო ვერ უზრუნველყოფს.