logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სხვა დატვირთვის იყო ის 12 რეკომენდაცია და ასევე სხვა ხარისხის კრიტიკა იყო ყველა მხრიდან, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას გავუძელით, გადავლახეთ და ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა შეძლო ეღიარებინა საქართველოს პროგრესი
- +

2 თებერვალი. 2024. 00:56

"სხვა სიმძიმის, სხვა დატვირთვის იყო ის 12 რეკომენდაცია და ასევე სხვა ხარისხის კრიტიკა იყო ყველა მხრიდან, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას გავუძელით, გადავლახეთ, შევასრულეთ და ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა შეძლო ეღიარებინა საქართველოს პროგრესი," - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ეს აღიარება საქართველოსთვის უდიდესი წარმატება იყო, რაც დასრულდა იმით, რომ საქართველო დღეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორია ჩვენ, ქართველმა ხალხმა, მისმა ხელისუფლებამ დავწერეთ. ეს დაწერილი ისტორიაა, რასაც ვეღარაფერი წაშლის. ამას სიტყვებითა და სპეკულაციით ვეღარ წაშლიან. რაც შეეხება იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადავდგათ, გაცილებით მარტივია. აქ არის სადისკუსიო თემები და ა.შ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ყველა პუნქტში ვაპირებთ სიღრმეში შესვლას. გამოვდივართ 2 საერთო ინტერესიდან და ამ ორმა ინტერესმა ერთმანეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაკვეთოს: ეს არის ქართული, სახელმწიფოებრივი ინტერესი და საქართველოს ინტერესი, რომ გახედეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, -აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner