logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოება კარგად ხედავს, რომ გვარამია, მელია, ზურგა გირჩი ჯაფარიძე თუ ხოშტარია არაფრის გამკეთებლები არ არიან
- +

2 თებერვალი. 2024. 10:09

 

 

ყველა კარგად ხედავს, რომ გვარამია, მელია, ზურგა გირჩი ჯაფარიძე თუ ხოშტარია ყოფილი „ნაცმოძრაობა“ ვერ იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„ისინი საზოგადოებას სულ რამდენიმე თვის წინ სთავაზობდნენ, რომ მშვიდობა შეგვეცვალა ომით, ეკონომიკური აღმავლობა რუსეთთან სანქციებით, აქ არჩევნების მაგივრად რევოლუცია უნდა მომხდარიყო და ა.შ. ახლა ატყუებენ ხალხს, რომ ვითომ მესამე ძალად უნდა ჩამოყალიბდნენ. ქართული საზოგადოება გაზრდილია სახელმწიფოებრივად და ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელი არ არის“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner