“პარლამენტის ბიუროზე საბოლოო გრაფიკი შედგება, თუ როგორ მოხდება პრემიერობის კანდიდატის მოსმენები კომიტეტში”, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამ გრაფიკის მიხედვით მომავალი ორშაბათიდან დაიწყება შეხვედრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეხვედრა კომიტეტებთან და სამთავრობო პროგრამის წარდგენა. ხუთშაბათისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატის დამტკიცება იგეგმება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს სამთავრობო პროგრამას წარადგენს.