„ირაკლი კობახიძეს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. მე ვფიქრობ, არის გარკვეული სფეროები, რომელშიც ირაკლი კობახიძეს კიდევ არ იცნობს ფართოდ ჩვენი საზოგადოება. ესაა მისი პიროვნული თვისებები - პატრიოტიზმი, ქვეყნისადმი დამოკიდებულება”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე კარგი მენეჯერის თვისებებით არის კარგი ლიდერი და მისთვის უცხო არ არის პარტიულ მშენებლობის პროცესებში მონაწილეობა. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს, ეს არის მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურა, საკმაოდ გამოცდილი, განსწავლული და დადებითი ადამიანი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
სამთავრობო და „ქართული ოცნების“ შიდაპარტიულ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობაში აფასებენ. მათი განცხადებით, ეს პროცესი საკმაოდ ბუნებრივია, რადგან გუნდის შიგნით გადახალისება მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, კანდიდატები სრულად შეესაბამებიან იმ პოზიციებს, რაზეც მათი კანდიდატურებია წარმოდგენილი.