მაგისტრალური არხის და ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის, ჯამში, 5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთები მონოლითური რკინა-ბეტონით მოპირკეთდება; შეკეთდება და აღდგება აღნიშნულ მონაკვეთებზე განთავსებული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა (გვირაბი, გალერეა); არსებული მილხიდები და საფეხმავლო გადასასვლელები ახლით შეიცვლება.
პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი; ასეულობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
პროექტის ღირებულება 6 მლნ ლარზე მეტია.
სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება.
ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა.