logo_geo
eng_logo
მცხეთა-მთიანეთში ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

2 თებერვალი. 2024. 10:52

 

 

მაგისტრალური არხის და ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის,  ჯამში, 5 კმ-მდე სიგრძის   მონაკვეთები მონოლითური რკინა-ბეტონით მოპირკეთდება; შეკეთდება და აღდგება  აღნიშნულ მონაკვეთებზე  განთავსებული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა (გვირაბი, გალერეა); არსებული მილხიდები  და  საფეხმავლო  გადასასვლელები ახლით შეიცვლება.  

 

პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი; ასეულობით ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე   წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.    

 

პროექტის ღირებულება 6 მლნ ლარზე მეტია.

 

სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება.

 

ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა  დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner