logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციაში უფრო მეტად ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე პირველი დღისთვის, თუმცა ჩვენი რჩევაა, პირველი დღისთვის მოემზადონ
- +

2 თებერვალი. 2024. 12:20

 

 

ოპოზიციაში უფრო მეტად ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე პირველი დღისთვის, თუმცა ჩვენი რჩევაა, პირველი დღისთვის მოემზადონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

თალაკვაძის თქმით, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე და არავის მისცემენ საშუალებას, „მოქალაქეების ხმები სანაგვეში გადაყარონ“.

 

„სხვათა შორის, შიგნით ამბობენ, ისე ვემზადებით არჩევნების მეორე დღისთვის, ერთი სული გვაქვს, ეს დღე როდის დადგებაო. ამას ამბობენ ოპოზიციის შიგნით და, რეალურად, ასეც არის. ისინი უფრო მეტად ემზადებიან მეორე დღისთვის, ვიდრე პირველი დღისთვის, თუმცა ჩვენი რჩევაა, პირველი დღისთვის მოემზადონ და წინა დღეებისთვის, როდესაც მოქალაქეებს უნდა შეხვდნენ, აუხსნან, ვინ ჰყავთ ლიდერები, რომლებიც პროგრამების შესრულებას შეძლებენ, რა არის მათი პროგრამები და რით სჯობს სხვის პროგრამებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ იყოს პროგრამების და ლიდერების შეჯიბრი, თუმცა, მაღალი ალბათობით, მათი მხრიდან იქნება დესტრუქცია და სამზადისი არჩევნების მეორე დღისთვის, მაგრამ რაც წინა არჩევნებზე დაავიწყდათ, ის არ უნდა დაავიწყდეთ ახლაც, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, მოქალაქეების ხმები სანაგვეში გადაყაროს, არავის მივცემთ უფლებას და საშუალებას, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით სცადონ რომელიმე ოთახში შესვლა. ამის მცდელობები იყო და ნახეთ, როგორც დასრულდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner