logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ISFED, IDFI და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ემსახურებიან უცხოური ძალების ინტერესებს
- +

2 თებერვალი. 2024. 14:06

 

 

„დესტრუქციულად განწყობილი „ენჯეო“ იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია, რომელიც საჯაროდ იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, ბუნებრივია, ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ISFED-სა და IDFI-ს განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც „სერიოზული პრობლემაა“.

 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რამდენიმე „ენჯეო“, მათ შორის, ISFED და IDFI, სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული მავნებლობით გამოირჩევიან.

 

„ISFED, IDFI და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც, წესით, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, ემსახურებიან უცხოური ძალების ინტერესებს. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს. თუნდაც რად ღირს იმის გახსენება, როდესაც 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლები გააყალბეს და რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანას არყევდნენ. ამას გარდა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება საქართველოზე ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას ეკუთვნოდა, ქართული „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ არ ეკუთვნოდა და ამას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, დღესაც აგრძელებენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner