ყოფილმა პოლიტპატიმარმა და პროკურორმა ნანა თხელიძემ „ასავალ-დასავალთან" ფილმ „ჰეროკრატიაზე" ისაუბრა და აღნიშნა,რომ ფილმი უმაღლეს დონეზეა გადაღებული და სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ცხოვრებას ასახავს.
„ჰეროკრატია" უმაღლეს დონეზეა გადაღებული. ყველაფერი, რაც ამ ფილმის პირველი ნაწილის პრემიერის დროს ეკრანზე ვნახე, მართლაც ხდებოდა. მაგრამ თუ ამ ფილმს, მხატვრული ღირებულების გარდა, ქართველი და უცხოელი საზოგადოების წინაშე მხილების ფუნქციაც აქვს, აუცილებლად უნდა აჩვენონ, რა მდგომარეობაში ამყოფა რეჟიმმა პატიმარი ქალები.
ნაცრეჟიმის დილეგი ხომ ათასობით ქალმა გამოიარა და ათობით მანდილოსანი ამ სოციოპათ სისტემას ემსხვერპლა კიდეც. მე რომ რეჟისორ გოგა ხაინდრავას კონსულტანტი ვყოფილიყავი, აუცილებლად გავამახვილებინებდი ყურადღებას პატიმარი ქალების ტრაგედიებზე!" - აღნიშნა, ნანა თხელიძემ.