logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: მნიშვნელოვანია, რომ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცესში, ოპოზიცია მაქსიმალურად იყოს ჩართული
- +

2 თებერვალი. 2024. 14:23

 

 

ველოდებით, რომ პროგრამაში ასახული იყოს ირაკლი კობახიძის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მთავრობის ახალი მეთაური, გუნდთან ერთად, გააგრძელებს ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და იმ პრიორიტეტების განხორციელებას, რაზეც აქცენტები გაკეთებდა, მის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცესში, ოპოზიცია მაქსიმალურად იყოს ჩართული, თუმცა რადიკალური ფრთა ორიენტირებულია მხოლოდ დესტრუქციაზე. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ საკითხებსა და განხილვებს დიდად არ მოველით, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ და შევხედავთ, პროცესები როგორ წარიმართება“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. ასევე, დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner