„ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრა გაიმართება პრემიერობის კანდიდატის. ყველას ექნება საშუალება, თუ რაიმე გონივრული, საქმიანი თუ გნებავთ, კრიტიკული შენიშვნა აქვს, რომ გამოთქვას”, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„მომავალი კვირიდან კომიტეტებში გაიმართება მოსმენები. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარდგება სამთავრობო პროგრამით, რომელიც გათვლილი იქნება 10 თვეზე, რადგან მერე არჩევნები მოდის. გარკვეულწილად, სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სახით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია, მაგრამ ახალი პრემიერის მხრიდან ახალი მიდგომებიც იქნება, ახალი ინიციატივები. მართალი გითხრათ, ოპოზიციის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვან, კონსტრუქციულ, ან აზრიან კითხვებს ნაკლებად ველოდებით. რაც შეეხება ობსტრუქციას, მათი [ოპოზიციის] ობსტრუქცია ჩვენთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრა გაიმართება პრემიერობის კანდიდატის. ყველას ექნება საშუალება, თუ რაიმე გონივრული, საქმიანი თუ გნებავთ, კრიტიკული შენიშვნა აქვს, რომ გამოთქვას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.