logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ეკა გიგაურზე: საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ შეფასებებს
- +

2 თებერვალი. 2024. 14:49

 

 

„ეს არის ნამდვილი ტრასფარენტულობის გიგაურისეული ხედვის ილუსტრაცია, რაც მან გააკეთა. სოციალური სივრციდან მოსპო ადამიანი იმიტომ, რომ მას ჰქონდა კრიტიკული მოსაზრება და შეხედულება“ -ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იმ ფაქტს, რომ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების" დეპუტატი, უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე, რომელმაც ეკა გიგაური კორუფციის აღქმის ინდექსით მანიპულირებაში ამხილა.

 

„აფერუმ მის ხედვას ტრასფარენტულობასთან დაკავშირებით. მგონი ყველასთვის ნათელია, რომ უბრალოდ მავნებლობასაც კი  შეიძლება ვეღარ ჰქონდეს გასაქანი, როდესაც რეალურად არსებობს სრულიად განსხვავებული მოდელი. ამიტომ, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ გარკვეულ შეფასებებს, შეხედულებებს, მოსაზრებებს, რომლებიც ემსახურებიან ვითომ ტრასფარენტულობას და საკუთარ გვერდზე ბლოკავენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული, კორექტული განსხვავებული შეხედულება“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner