logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: გიგაური ვის გასცემს პასუხს და ვის - არა, დიდი ხანია არავის აინტერესებს
- +

2 თებერვალი. 2024. 14:57

 

 

ჩვენ კარგად ვიცით ეკა გიგაურის სუბიექტური მიდგომები, ის აშკარად იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ როდესაც „ენჯეოს“ პირდაპირი ვალდებულებაა, რომ იმ ქვეყანას, იმ ახელმწიფო ინსტიტუტებს დაეხმაროს, სადაც საქმიანობს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

„ამ დროს, მისი ნებისმიერ გამოსვლა თავდასხმაა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, გიგაური ვის გასცემს პასუხს და ვის - არა, დიდი ხანია არავის აინტერესებს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ქარუმიძე, რომელმაც ის კორუფციის აღქმის ინდექსით მანიპულირებაში ამხილა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner