logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: რაც არ უნდა პოზიციების ტრანსფორმაციაზე ილაპარაკონ, ეს არის ის ხალხი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა
- +

2 თებერვალი. 2024. 14:56

 

 

ის ხალხი, ვინც რეალურად „ნაციონალური მოძრაობაა“ ხვდებიან, რომ ეს არის ძალიან დამაბინძურებელი ფაქტორი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის რეპუტაციულად და ცდილობენ ახლა რომ ამ გზას განუდგნენ და რაღაცნაირად მოიცილონ ეს ფსიქოლოგიური დავარქვათ, თუ რეპუტაციული წნეხი”, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის წარუმატებლობის მიზეზს განაპირობებს პირველ რიგში ის, რომ არ არიან საზოგადოებასთან გულწრფელები.

 

„არასწორი ხედვა აქვთ რეალურად საკუთარი წარუმატებლობის და წარუმატებლობის მიზეზს განაპირობებს პირველ რიგში ის, რომ არ არიან საზოგადოებასთან გულწრფელები. ის ხალხი, ვინც რეალურად „ნაციონალური მოძრაობაა“, ხვდებიან, რომ ეს არის ძალიან დამაბინძურებელი ფაქტორი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის რეპუტაციულად და ცდილობენ ახლა, რომ ამ გზას განუდგნენ და რაღაცნაირად მოიცილონ ეს ფსიქოლოგიური დავარქვათ, თუ რეპუტაციული წნეხი, მაგრამ ამას ხომ ვერ გაექცევიან. რაც არ უნდა იდეოლოგიებსა, მეტამორფოზებსა და პოზიციების ტრანსფორმაციაზე ილაპარაკონ, როგორც არ უნდა იყოს, ეს არის ის ხალხი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

საჯარო განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული ნიკა გვარამია პოლიტიკურ მომავალს ამ გუნდთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ხედავს. ამას მისივე განცხადებები ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მას ვერ წარმოუდგენია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner