ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არანაირ ომს არ დაიწყებს, მაგრამ პირობა დადო, რომ მტკიცედ უპასუხებს დაშინების მცდელობებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
"არაერთხელ გვითქვამს, რომ არანაირ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თუ მჩაგვრელ ქვეყანას ან ძალას სურს ჩვენი დაშინება, ირანის ისლამური რესპუბლიკა მკაცრად უპასუხებს ამ მცდელობებს", - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ირანის სამხედრო შესაძლებლობები არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი ქვეყნისთვის და პირიქით, რეგიონის უსაფრთხოების საიმედო წყაროა.
"ირანის სამხედრო ძალა რეგიონში არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი ქვეყნისთვის", - დასძინა მან.