ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაში ევროპარლამენტის მხრიდან ასამბლეის პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
პარტნიორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრეს.
მაკა ბოჭორიშვილმა პარტნიორებს გაუზიარა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული პროცესები და ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული რეფორმის გეგმები.
მხარეებმა ბიუროს სხდომაზე განიხილეს ასამბლეის პლენარული სესიის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიმდინარე წლის 19-20 მარტს გაიმართება.
მოლდოვას, საქართველოს, უკრაინის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, ევრონესტის ასამბლეის ფარგლებში დაიგეგმა დებატები აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განახლების პერსპექტივების შესახებ.