კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები დოესის და ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა.
შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო.
მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ შეხვედრაზე პრიორიტეტების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სოფლის მაცხოვრებლებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, განსახორციელებელი პროექტები კი ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს.
პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვალს დასრულდება.