logo_geo
eng_logo
Bloomberg: ზელენსკიმ კარგად უნდა იფიქროს ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების პოტენციურ საფასურზე, რადგან თუ საქმე შურს ეხება, მაშინ მხოლოდ მოსკოვი იზეიმებს
- +

2 თებერვალი. 2024. 22:24

 

 

უკრაინის ხელმძღვანელობამ შიდაპოლიტიკური დავები გვერდზე უნდა გადადოს და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, - წერს ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი.

 

 

გამოცემა ხაზს უსვამს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის დამსახურებებს ომში და აღნიშნავს, რომ ზელენსკის გენერლის გადაყენებისთვის საკმარისი საფუძველი სჭირდება.

 

 

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაზე ნიჭიერ გენერლებსაც კი შეუძლიათ ომში მარცხი განიცადონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი ოპერაციების ჩასატარებლად, როგორც ეს მოხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს.

 

 

ზელენსკიმ დიდხანს და კარგად უნდა იფიქროს მისი ჯარების მიერ ასე პატივცემული მეთაურის შეცვლის პოტენციურ საფასურზე, რადგან თუ საქმე შურს ეხება, მაშინ მხოლოდ მოსკოვი იზეიმებს“, - წერს გამოცემა Bloomberg-ი.

 

 

ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლება ზიანს მიაყენებს ისედაც დასუსტებულ სულისკვეთებას ფრონტზე. [...] თუ ზელენსკიმ არ იცის რაღაც ისეთი, რაც დანარჩენმა მსოფლიომ არ იცის, მან უნდა გადადოს თავისი იმედგაცრუება და გამოასწოროს ურთიერთობა [ზალუჟნისთან]“, - აღნიშნავს სტატიის ავ ტორი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner