logo_geo
eng_logo
გიორგი ჩაკვეტაძე: ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭო აქტიურად იმუშავებს ახალგაზრდობის პოლიტიკის ხელშეწყობის მიმართულებით
- +

3 თებერვალი. 2024. 00:18

 


პარლამენტში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, - ამისა შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



მათივე ცნობით, ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობს.

 



„გიორგი ჩაკვეტაძემ საბჭოს წევრებსა და მოწვეული სტუმრებს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. სხდომაზე კვლევის „ახალგაზრდული ორგანიზაციების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სისტემის გაუმჯობესება: საკანონმდებლო წინადადებები“ შედეგებს გაეცნენ, რომელიც ქვეყანაში არსებული სისტემის ანალიზისა და ევროკავშირის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა.

 



კვლევა პარლამენტის სპორტის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) და ორგანიზაციის „ვორლდ ვიჟენსაქართველო“ (World Vision Georgia) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩატარდა.

 


საბჭოს წევრებმა ახალგაზრდობის მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები და ინიციატივები განიხილეს.

 



„ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭო აქტიურად იმუშავებს ახალგაზრდობის პოლიტიკის ხელშეწყობის მიმართულებით. აქამდე პარლამენტში, ახალგაზრდულ საკითხებზე, სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებდა, რომელმაც მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა. განვიხილეთ კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის ახალგაზრდობის ნაწილი და ინიციატივები, რომლებზეც მომდევნო თვეების განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 



ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს სსიპ - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, საერთაშორისო და ახალგაზრდული ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner