logo_geo
eng_logo
მედია: ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა სირიაში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა
- +

3 თებერვალი. 2024. 01:17

 

 

ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა სირიაში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

 

 

28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.

 

 

30 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას.

 

 

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ირანია პასუხისმგებელი თავდასხმაში გამოყენებული იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ დასძინა, რომ არ სურს ფართო დაპირისპირება რეგიონში უკვე ისედაც მაღალი დაძაბულობის გამო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner