logo_geo
eng_logo
ლოიდ ოსტინი: არ მოვითმენ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე, მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას აშშ-ის, ჩვენი ძალებისა და ინტერესების დასაცავად
- +

3 თებერვალი. 2024. 10:24

 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა ერაყსა და სირიაში შვიდ ობიექტზე მიიტანეს იერიში, რაც 85-ზე მეტ სამიზნეს მოიცავდა.

 

ოსტინის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტებს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ.

 

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, პრეზიდენტმა ბაიდენმა დამატებითი ზომების მიღების განკარგულება გასცა, რათა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს პასუხი აგებინონ აშშ-სა და კოალიციურ ძალებზე თავდასხმებისთვის.

 

„მე არ მოვითმენ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე. ჩვენ მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას აშშ-ის, ჩვენი ძალების და ჩვენი ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ოსტინმა.

 

შეგახსენებთ, რომ იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის პასუხად, აშშ-მა სირიის და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები დაიწყო.

 

იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 თებერვალს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner