„საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„არის გარკვეული მნიშვნელოვანი სიახლეები. საინტერესო იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის ხედვა იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით. ვფიქრობ და მოველი, რომ საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს ირაკლი კობახიძე“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.