logo_geo
eng_logo
ქართველი ხელოვანის პროექტი ლონდონის „Saatchi Gallery“-ში
- +

13 სექტემბერი. 2016. 18:31



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-18 სექტემბერს, ლონდონის „Saatchi Gallery"-ში, „START"-ის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი ხელოვანის ბესო უზნაძის სოლო პროექტი; პროექტის წარმდგენია გალერეა „Project ArtBeat".


START თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაა, რომლის მიზანია, კოლექციონერებსა და კურატორებს წარუდგინოს ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ხელოვანები და გალერეები,  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.


START-ის ხელოვნების ბაზრობაზე ბესო უზნაძის ახალი ფოტოსერია იქნება გამოფენილი, სადაც ავტორი ყვავილების გამოსახულებებსა და ბუნებრივი სამყაროს ესთეტიკას იყენებს. მისი შთაგონების წყაროა ბუნება და ცოცხალი ორგანიზმები - მცენარეები და ყვავილები. ხელოვანი აქცენტს ესთეტიკურად მიმზიდველ დეტალებზე აკეთებს და მათ ინდივიდუალური ტექნიკის გამოყენებით, სკულპტურისა და ფერწერის ზღვარზე აერთიანებს.


ბესო უზნაძე ლონდონში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფია. მისი ნამუშევრები ლონდონის National Portrait Gallery-ში რამდენჯერმე იყო გამოფენილი. 2014 წელს Project ArtBeat-მა უზნაძის ნამუშევრები ჯერ სტამბულში, „Contemporary Istanbul"-ზე, 2015 წელს კი ნიუ-იორკში, Pulse-ის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე წარადგინა. 


Project  ArtBeat 2014 წელს დაარსდა. ეს არის ინოვაციური წამოწყება ქართული ხელოვნების სფეროში, რომლის მიზანია საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მოღვაწე ხელოვანები და მათი ნამუშევრები. Project ArtBeat უკვე მეორე წელია მონაწილეობას იღებს START-ის ხელოვნების ბაზრობაზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner