logo_geo
eng_logo
იაჰია რასული: აშშ-ის თავდასხმები მოიტანს დამანგრეველ შედეგებს ერაყისა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის
- +

3 თებერვალი. 2024. 13:40

 

 

ერაყის ხელისუფლება აშშ-ს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.

 

ერაყის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის პრესსპიკერის, გენერალ იაჰია რასულის განცხადებით, თავდასხმები მოიტანს დამანგრეველ შედეგებს ერაყისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

 

ერაყის არმიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს დარტყმები ხდება იმ დროს, როდესაც ერაყი ცდილობს, უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა.

 

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერაყის ჩრდილოეთში ისლამური წინააღმდეგობის ძალები ამერიკულ სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ. სამხედრო დაჯგუფების ინფორმაციით, „ჰარირის“ ბაზაზე თავდასხმა უპილოტო თვითმფრინავებით მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner