logo_geo
eng_logo
„გიზ-გიზი“ - გუდაურში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი მიმდინარეობს
- +

3 თებერვალი. 2024. 14:16

 

 

საქართველოს სათხილამურო კურორტზე გუდაურში 3 დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ იმართება.

 

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

 

ფესტივალის ფარგლებში,  ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყო, გაიმართა პერფორმანბი, თამაშები და გასართობი აქტივობები.  მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და  დიჯეები. მოეწყო სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, ასევე კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები. 

 

ფესტივალი „გიზ-გიზი“2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner