logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია მარიამ ჯაშზე: ნეტავ, მეტი იყოს ასეთი ადამიანი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში
- +

13 სექტემბერი. 2016. 18:33



საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მყოფ მარიამ ჯაშს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.



ცოტნე გამსახურდიას თქმით, მარიამ ჯაში „ქართული ოცნების"" რიგებში ერთ-ერთი ნათელი წერტილია.



ნეტავ, მეტი იყოს ასეთი ადამიანი ოცნების" საპარლამენტო სიაში. ჩემი აზრით, მარიამ ჯაში ამ სიის ერთ-ერთი ნათელი წერტილია.

 

 

ამ ადამიანისგან არ მახსოვს უდიერი, უყურადღებო, უმეცარი დამოკიდებულება, რომლითაც ჩვენი ჩინოსნები ხშირად გამოირჩევიან ხოლმე. ფაქტობრივად, არც ერთი ჩემი თხოვნა ადამიანების დახმარების შესახებ, უყურადღებოდ არ დაუტოვებია: საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და მის მიღმაც.

 

 

დარწმუნებული ვარ, მისი კეთილშობილება, გულისხმიერება და კომპეტენცია კიდევ ბევრი სიკეთის გაკეთების საშუალებას მისცემს ამჯერად უკვე პარლამენტში.

 

 

წარმატებები, ძვირფასო მარიამ! სამგორელებო, ამ არჩევანს ნამდვილად არ ინანებთ", - წერს ცოტნე გამსახურდია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner