logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობოებზე: პარლამენტი არ არის ვალდებული, თითოეულის ეგო დააკმაყოფილოს
- +

3 თებერვალი. 2024. 15:15

 

 

პარლამენტი არ არის ვალდებული, თითოეულის ეგო დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„იქნება მუშაობა ძირითადად კომიტეტებში. ჩვენი პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტების მუშაობა არის ღია. თუ ყველას სჭირდება თავისი ეგოს განსაკუთრებული აღნიშვნა, ეს არ არის სწორი მიდგომა, მე მგონი და პარლამენტი არ არის ვალდებული, თითოეულის ეგო დააკმაყოფილოს. თუ უნდათ, რომ გარკვეულად ეს პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობს, მათი დონორების თვალში კვლავ დამაზიანებელი ფორმით წარმოაჩინონ, ეს მათ საქმიანობაში, სამწუხაროდ, არახალია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

„ენჯეოების“ ნაწილს 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ჩართვა ისევ სურს. 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება შალვა პაპუაშვილის სახელზე უკვე შეიტანა. მმართველი გუნდის შეფასებით, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მათ არაფერი გაუკეთებიათ, ხელის შეშლის გარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner